logo_geo
eng_logo
შავღელეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- +

8 ივნისი. 2022. 19:45

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 116-ე კილომეტრზე (შავღელე) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შავღელეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო აიკრძალა.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის და სეტყვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 116-ე კილომეტრზე (შავღელე) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner