logo_geo
eng_logo
ბაიდენის ადმინისტრაციამ ახალი საინვესტიციო შეზღუდვები გამოსცა, რომელიც ამერიკელებს რუსული აქციებისა და ობლიგაციების შეძენას უკრძალავს
- +

8 ივნისი. 2022. 20:48

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ახალი საინვესტიციო შეზღუდვები გამოსცა, რომელიც ამერიკელებს რუსული აქციებისა და ობლიგაციების შეძენას უკრძალავს.

სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ახალი მითითების თანახმად, ამერიკელ ინვესტორებს ეკრძალებათ „როგორც ახალი, ისე არსებული სავალო და სააქციო ფასიანი ქაღალდების შეძენა, რომელიც გამოშვებულია რუსეთის ფედერაციის სუბიექტის მიერ“.

აქამდე ამერიკელებს შეეძლოთ რუსული აქციებისა და ობლიგაციების ყიდვა, რომელიც ხელიდან ხელზე გადადიოდა მეორად ბაზრებზე.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, გაყიდონ რუსული აქციები და ობლიგაციები, თუმცა მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები არ არიან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner