კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის მომზადება ახლა შეუძლებელია.
„ჩვენი პოზიცია ცნობილია. ნებისმიერი მაღალი დონის შეხვედრა უნდა იყოს პროდუქტიული და კარგად მომზადებული.
ჩვენ ვიცით, რომ უკრაინულმა მხარემ დატოვა მოლაპარაკების გზა. ამიტომ, ახლა არ გვიწევს ასეთი შეხვედრის მომზადების შესაძლებლობაზე საუბარი“, - აღნიშნა დმიტრი პესკოვმა.