logo_geo
eng_logo
პესკოვი: პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრის მომზადება ახლა შეუძლებელია
- +

8 ივნისი. 2022. 20:49

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის მომზადება ახლა შეუძლებელია.

„ჩვენი პოზიცია ცნობილია. ნებისმიერი მაღალი დონის შეხვედრა უნდა იყოს პროდუქტიული და კარგად მომზადებული.

ჩვენ ვიცით, რომ უკრაინულმა მხარემ დატოვა მოლაპარაკების გზა. ამიტომ, ახლა არ გვიწევს ასეთი შეხვედრის მომზადების შესაძლებლობაზე საუბარი“, - აღნიშნა დმიტრი პესკოვმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner