logo_geo
eng_logo
„მოვუწოდებ საპროექტო ორგანიზაციებს ამბროლაურის აეროდრომისა და ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებულ ტენდერებში მონაწილეობისკენ“
- +

16 აგვისტო. 2016. 14:33


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციებს ამბროლაურის აეროდრომისა და ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებულ ტენდერებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.

 

 

„დღეს მთავრობაზე ჩვენ გამოვიტანეთ ნებართვის მოწონება, რომლის მიხედვითაც ჩვენ გამოვაცხადებთ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს. მინდა, ყველა სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციას მოვუწოდო აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღებისკენ. გამოტანილი იქნება ორი მიმართულება. ერთი - ეს არის ამბროლაური, სადაც 1100-მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ასევე, ტერმინალი იქნება ასაშენებელი. ხოლო მეორე მიმართულება, ეს არის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურის გაფართოება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner