logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილეს, პრინცესა ჰაიფა ალ საუდის შეხვდა
- +

8 ივნისი. 2022. 23:01

"საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილეს, პრინცესა ჰაიფა ალ საუდის შეხვდა. შეხვედრას საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში ვახტანგ ჯაოშვილი და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული დაესწრნენ," - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა როგორიცაა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია და სხვ.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ არ დაიშურებენ ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

დავასრულეთ ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი საუდის არაბეთში, რომელიც გამოირჩევა ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობით, განსაკუთრებით ტურიზმისა და ავიაციის კუთხით. ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ადგილობრივ ავიაკომპანიებთან, ასევე საუდის არაბეთის პრინცესასთან, რომელიც გახლავთ ტურიზმის სამინისტროში მინისტრის მოადგილე. ჩვენ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებზე ვისაუბრეთ. შევთანხმდით, ერთმანეთს დავეხმარებით გავაძლიეროთ ტურიზმის სექტორი, რომ მოვიზიდოთ უფრო მეტი ტურისტი საუდის არაბეთიდან საქართველოში. გარდა ამისა, საქართველო მონაწილეობდა როგორც წევრი ქვეყანა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრაზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ასეთ წარმომადგენლობით შეხვედრაში მონაწილეობა, რადგან გვქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო ისეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლებიც გააძლიერებს არა მხოლოდ საქართველოს ტურისტულ სექტორს, არამედ გლობალურად ტურიზმს მთელ მსოფლიოში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner