ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირარეზოლუციას, რომელიც უკრაინისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოწოდებას შეიცავს. რეზოლუციას მხარი 438-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 65 ევროდეპუტატი - წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 94-მა თავი შეიკავა.
ევროპარლამენტი რეკომენდაციით გამოდის, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის მკაფიო პოლიტიკური სიგნალი.