"ფაქტებზე დაფუძნებით და დამსახურებით თუ მიიღებს ევროკავშირი გადაწყვეტილებას, საქართველოს ნამდვილად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ახლა თავად ევროპაც არის გზაგასაყარზე. ახლა ევროპამ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად სურს გრძელვადიანად აჩვენოს თავისი ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ, აჩვენოს სოლიდარობა ჩვენი ხალხის მიმართ და გააგზავნის მკაფიო სიგნალი რუსეთის მიმართ, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი 2022 არ გახდეს ბუქარესტი 2008“, - განაცხადა პაპუაშვილმა.