logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენმა ქვეყანამ დიდი შრომის გზა გაიარა ევროკავშირში განაცხადის გაკეთებამდე
- +

8 ივნისი. 2022. 23:36

"ჩვენმა ქვეყანამ დიდი გზა გაიარა ევროკავშირში განაცხადის გაკეთებამდე. დიდი გზა შრომის იმ კუთხით, რომ ასოცირების შეთანხმების 45% უკვე შესრულებულია. ამის უკან დგას კანონმდებლობის ცვლილებები, ამის უკან დგას სხვადასხვა რეგულაციები და ინსტიტუციური მოწყობა, რომელსაც, რა თქმა უნდა დიდი შრომა სჭირდება," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

2669 კითხვა იყო, რომლის შევსებაზეც რამდენიმე ასეული საჯარო მოხელე დღე და ღამე მუშაობდა. 3600 გვერდიანი ნაშრომი გამოვიდა საბოლოო ჯამში, სადაც აღწერილია სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო. ამ პასუხებით და ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერით ჩვენ დადასტურებული გვაქვს, რომ გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. მეორე განზომილება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამაზეც არის ევროკავშირში საუბარი. 27-ვე ქვეყნის კონსენსუსია საჭირო. მთავრობამ გაასაჯაროვა კითხვარი. სხვათა შორის, არც მოლდოვასა და არც უკრაინას დღემდე არ გაუსაჯაროებია კითხვები. მას შემდეგ რაც ნახეს კითხვები, შეწყდა ის ისტერია, რომელიც კითხვარის გარშემო იყო. შემდეგ პასუხებთან დაკავშირებითაც იყო იგივე ისტერია. არ არის ჯერ გასაჯაროებული, მაგრამ მოვა დრო ამის გასაჯაროებისაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner