logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ძალიან მეუცნაურა, რომ დღეს ომბუდსმენმა სწორედ მართლმსაჯულების კორექტირების მიზნით მიმართა პრეზიდენტს, რომ გამოიყენოს შეწყალების ინსტრუმენტი
- +

9 ივნისი. 2022. 00:05

ჩვენ პატივი უნდა ვცეთ კანონის უზენაესობას და პატივი უნდა ვცეთ ჩვენ სამართლებრივ სისტემას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ნიკა გვარამიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს აქვს პრეტენზია გადაწყვეტილების მიმართ, ამის ერთადერთი სწორი გზა არის სასამართლო ინსტანციების გავლა.

დღეს იყო ომბუდსმენის პრეზიდენტისადმი მიმართვა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით და აქაც მნიშვნელოვანია ერთი რამ, ყველა ქვეყანაში სასამართლო სისტემა მოწყობილია ინსტანციურად. თუკი ვინმე უკმაყოფილოა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამისთვის არსებობს სხვა ინსტანციები. მათ შორის ამ საქმესთან დაკავშირებით ორივე მხარე აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე უკმაყოფილოა. ამისთვის არსებობს ინსტანციები და მათ შორის ინსტანციებშიც ხდება გადაწყვეტილებების სხვადასხვა მიმართულებით შეცვლა. თუ ვინმეს აქვს პრეტენზია გადაწყვეტილების მიმართ, ამის ერთადერთი სწორი გზა არის სასამართლო ინსტანციების გავლა. დღეს 9 000-ზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში. რას ვეუბნებით მათ, რომ გამორჩეული ადამიანები არიან, რომელთა მიმართაც შეიძლება იყოს გამორჩეული მოპყრობა და თუ ვინმეს აღქმებში წარმოუდგენია, რომ ესა თუ ის განაჩენი არის არასწორი, ამიტომ შეიძლება ამის გამოსასწორებლად გამოყენებული იყოს შეწყალების ინსტრუმენტი. დანარჩენი 9 ათასი ადამიანის მიმართ არის სასამართლო სამართლიანი და მხოლოდ ერთი ადამიანის მიმართ არის უსამართლო?! მე ძალიან მეუცნაურა, რომ დღეს ომბუდსმენმა სწორედ მართლმსაჯულების კორექტირების მიზნით მიმართა პრეზიდენტს, რომ გამოიყენოს შეწყალების ინსტრუმენტი. ნამდვილად არ არის ამისთვის შეწყალების ინსტრუმენტი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner