logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: იმედი იმ პარტიებშია, რომლებსაც სურთ გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“, საჭიროა, რომ მათ აიმაღლონ ხმა „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ
- +

9 ივნისი. 2022. 00:07

შალვა პაპუაშვილი 2024 წლის შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში იმედებს იმ პარტიებზე ამყარებს, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნა სურთ. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

აქ იმედი არის სწორედ იმ პარტიებში, რომლებსაც სურთ გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“, ე.წ. პატარა პარტიებში. ამ სიტუაციაში გადამწყვეტი სიტყვა მათ უნდა თქვან. სწორედ მათ უნდა ამხილონ „ნაციონალური მოძრაობა“, მათ უნდა თქვან, რომ ასეთი ნარატივი მიუღებელია. პლურალიზმი არ გულისხმობს რიცხობრივად მრავალფეროვან პარლამენტს. პლურალიზმი გულისხმობს შინაარსობრივად მრავალფეროვან პარლამენტს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ პარტიებმა დაამტკიცონ, რომ არ არიან „ნაცმოძრაობის“ ორბიტის ნაწილი. ამისთვის საჭიროა, რომ მათ აიმაღლონ ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. 1-2 პარტიის გარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საერთოდ ხმას არ იღებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამის მიზეზს პარლამენტის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში კონცენტრირებულ მედია და ფინანსურ რესურსებში ხედავს, რომელზეც სხვა პარტიები „პარაზიტობენ“. კიდევ ერთ ფაქტორად ის იმ შიშს ასახელებს, რომელიც პატარა პარტიების წარმომადგენლებს აქვთ „ნაცმოძრაობის“ მიერ ამ რესურსების მათ წინააღმდეგ გამოყენების კუთხით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner