logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი გიორგი ვაშაძეზე: მგონი თავდაც ხვდება რამდენად არასერიოზული განცხადება გააკეთა
- +

9 ივნისი. 2022. 01:14

"გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ მასზე თავდასხმას აპირებს, სხდომაზევე უპასუხეს და მგონი თავადაც იცინოდა. მგონი თავდაც ხვდება რამდენად არასერიოზული განცხადება გააკეთა," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

ზოგადად ეს აჟიოტაჟი, რაც აქვთ, ძალადობა და ძალადობის წახალისება, მუქარა და ა.შ. სხვას აძლევენ შენიშვნას, რომ არ შეიძლება სიძულვილის ენა და მეორე წამსვე ზიზღის შემცველი ტერმინოლოგია ისმის მათგან, სიძულვილის ენა და მთელი ბუკეტი ასეთი გამონათქვამების. საკუთარ ქცევას არ უკვირდებიან და სხვის გამოკიდებას უსაფრდებიან. 2011 წლიდან ისინია აწარმოებენ კამპანიას, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული პროექტი. მოსახლეობას უჩენენ ზიზღს საკუთარი ხელისუფლების მიმართ. როგორც კი უარყოფენ ამას, ერთი მხრივ პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალიზებისკენ წავლენ, მაგრამ ამავე დროს არის საფრთხე, რომ ისინი დაკარგავენ იმ ამომრჩეველს, რომელსაც ამდენი წელი ტყუილშია არწმუნებდნენ. ეს არის მათი დილემა და ამიტომ ვერ გამოდიან ჩაკეტილი წრიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner