„როგორ მკაფიოდ ჩანს, რომ არც არასდროს გაუგიათ თუ რა უმწვავესი განცხადებები კეთდება არა მხოლოდ ევროპარლამენტიდან, არამედ ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტებიდან ევროკავშირისა და NATO-ს წევრ პოლონეთზე ანდა უნგრეთზე“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების facebook პოსტებს.
როგორც აბაშიძე წერს გაუგებარია მათი მხიარულების საფუძველი.
„რა არასიღრმისეული ჟრიამულია "ნაცებისა" და მათ ფეხის ხმაზე აყოლილ "კომპეტენტურთა" Facebook -კედლებზე. როგორ მკაფიოდ ჩანს, რომ არც არასდროს გაუგიათ თუ რა უმწვავესი განცხადებები კეთდება არა მხოლოდ ევროპარლამენტიდან, არამედ ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტებიდან ევროკავშირისა და NATO-ს წევრ პოლონეთზე ანდა უნგრეთზე.
"იმხიარულონ" და ელოდონ ნანატრ "სანქციებს" თუ საქართველოს "აუტსაიდერობას“, - წერს აბაშიძე.