კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმილი, მაღალმთიან სოფელ გუდალეთთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის ტენდერი გამოაცხდა (NAT220010896).
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 933 799 ლარია, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდება.
გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდება და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვის განმავლობაში დასრულდება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე აღნიშნავს - სოფელ გუდალეთთან მისავლელი გზა აუცილებელ რეაბილიტაციას საჭიროებს, გზა ამორტიზირებული და გადაადგილებისთვის არაკომფორტულია.