logo_geo
eng_logo
კასპის მერიამ სოფელ გუდალეთის გზის რეაბილიტაციის ტენდერი გამოაცხადა
- +

9 ივნისი. 2022. 12:26

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმილი, მაღალმთიან სოფელ გუდალეთთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის ტენდერი გამოაცხდა  (NAT220010896).

 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 933 799 ლარია, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდება.

 

გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდება და გამარჯვებულ კომპანიასთან  ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვის განმავლობაში  დასრულდება.

 

როგორც მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე აღნიშნავს - სოფელ გუდალეთთან მისავლელი გზა აუცილებელ რეაბილიტაციას საჭიროებს, გზა ამორტიზირებული და გადაადგილებისთვის არაკომფორტულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner