logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ის, რომ ევროპის სახალხო პარტიის „ქოლგის“ ქვეშ ორი დანაშაულებრივი ორგანიზაციაა - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, ამით ყველაფერია ნათქვამი
- +

9 ივნისი. 2022. 12:53

 

 

„წლებია EPP-ის აქტორები ტირაჟირებენ „ნაცების“ პარტსექტანტურ ლოზუნგებს, მაგრამ ქართველთა გული და გონება ვერაფრით მოიგეს. პროცესები პირიქითაა - ჩვენმა ხალხმა გააცნობიერა, რომ სურს ევროპულ ოჯახში, მაგრამ ევროპა რომ EPP და ცალკეული ევროპარლამენტარები არ არიან, ეს უცხადესია“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, გასაოცარი გულუბრყვილობა და პოლიტიკური „ყნოსვის“ დაქვეითებაა, როცა ევროპის სახალხო პარტიისა (EPP) და მისი მოკავშირეებისგან ვისმენთ, რომ თურმე საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის მიზნები ერთმანეთს აცდენილია.

„გასაოცარი გულუბრყვილობა და პოლიტიკური „ყნოსვის“ დაქვეითებაა, როცა ევროპის სახალხო პარტიისა (EPP) და მისი მოკავშირეებისგან ვისმენთ, რომ თურმე საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის მიზნები ერთმანეთს აცდენილია. თურმე საქართველოს მთავრობა პრორუსულია და ხალხი - პროევროპელი. ამ გამრუდებული ლოგიკით, საქართველოს ელექტორატის უმრავლესობაც „პრორუსულია“. 2012 წლიდან ყველა არჩევნები, საერთაშორისო სტანდარტებით, თავისუფალი, დემოკრატიული და ლეგიტიმურია. თუ პროევროპელი ამომრჩეველი შეამჩნევდა, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთისკენ მიექანება, რაც უდიდესი ტყუილია, ბუნებრივია, აირჩევდა სხვა ალტერნატიულ ძალას.

 

წლებია EPP უსინდისოდ, გადაუმოწმებლად იმეორებს სააკაშვილის ღალატის პარტიის ანტიეროვნულ გზავნილებს და საკუთარი უპასუხისმგებლო განცხადებებით თვითდაზიანების რეჟიმშია. ის, რომ ევროპის სახალხო პარტიის „ქოლგის“ ქვეშ ორი დანაშაულებრივი ორგანიზაციაა - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ - ამით ყველაფერია ნათქვამი. წლებია EPP-ის აქტორები ტირაჟირებენ „ნაცების“ პარტსექტანტურ ლოზუნგებს („პოლიტიკური პატიმრები“, „მიტაცებული ქვეყანა“, „კრემლის ოლიგარქი ივანიშვილი“, „აუცილებელი სანქციები“ და ა.შ.), მაგრამ ქართველთა გული და გონება ვერაფრით მოიგეს. პროცესები პირიქითაა - ჩვენმა ხალხმა გააცნობიერა, რომ სურს ევროპულ ოჯახში, მაგრამ ევროპა რომ EPP და ცალკეული ევროპარლამენტარები არ არიან, ეს უცხადესია“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner