logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: EPP ისე წარმოაჩენს, რომ ევროპული ღირებულებები დაცული იყო 2004-2012 წლებში, რასაც სისხლიანი 9 წელი ეწოდა და არა 2012-2022 წლებში, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ყველა დონის არჩევნები მოუგო მოძალადე რეჟიმს
- +

9 ივნისი. 2022. 12:53

 

 

„ევროპის სახალხო პარტიას, EPP-ის, რეალურად რომ ადარდებდეს საქართველოში ევროპული ღირებულებები, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი განაყოფი „ევროპული საქართველო“ არ უნდა იყვნენ მათი წევრები და ხოლო თავად EPP მათი ლობისტი“, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

 

მისი თქმით, ვერავითარი ლობირება, ყალბი და დაუსაბუთებელი ბრალდებები ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ, ეს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიული არჩევანია.

 

„ევროპის სახალხო პარტიას, EPP-ის, რეალურად რომ ადარდებდეს საქართველოში ევროპული ღირებულებები, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა„ და მათი განაყოფი „ევროპული საქართველო“ არ უნდა იყვნენ მათი წევრები და ხოლო თავად EPP მათი ლობისტი. სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძოდა 2003 -2012 წლებში ევროპულ ღირებულებებს: ადამიანის უფლებები, კერძო საკუთრება და ბიზნესი, მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, თავისუფალი სასამართლო, ოპოზიციის დევნა და სხვა მრავალი. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური და პარტიული ინტერესები, ლობირება და გულშემატკივრობა აბრმავებს EPP და ისე წარმოაჩენენ, რომ საქართველოში ევროპული ღირებულებები დაცული იყო 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის„ დროს, რასაც საქართველოს მოსახლეობამ სისხლიანი 9 წელი უწოდა და არა ახლა, 2012-2022 წლებში, როცა „ქართულმა ოცნებამ“ 10 წლის განმავლობაში ყველა დონის არჩევნები მოუგო მოძალადე რეჟიმს და მის განაყოფებს! ვერავითარი ლობირება, ყალბი და დაუსაბუთებელი ბრალდებები ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ, ეს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიული არჩევანია და ამ მიზანს „ქართული ოცნება“ აუცილებლად მიაღწევს!“ - წერს ბოჟაძე ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner