პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განსახილველად მესამე მოსმენით წარადგინა.
კანონპროექტის ცვლილებების თანახმად, კანონპროექტების თანდართულ განმარტებით ბარათებში აღნიშნული იქნება არა მხოლოდ სახელმწიფო ან/და მუნიციპალური საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილის გავლენა, არამედ ანალოგიური შეფასება ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტთან მიმართებაშიც გაკეთდება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პარლამენტმა 89 ხმით დაუჭირა მხარი.