საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
თემურ ჩხეიძე წლების განმავლობაში იყო დაკავებული წარმატებული სარეჟისორო საქმიანობით, მოღვაწეობდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ცნობილ რეჟისორს დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი და მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პრემია და ჯილდო. აღსანიშნავია, რომ რეჟისორი საგანმანათლებლო საქმიანობითაც იყო დაკავებული.