logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: რესპუბლიკელებში აღმოჩნდება ხალხი, ვინც ხელს მოაწერს ინიციატივას...
- +

8 მარტი. 2016. 17:43



რესპუბლიკური პარტიის არგუმენტს ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით არ ეთანხმება ალექსანდრე ქანთარია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, იმის გამო, რომ ქორწინების შესახებ სამოქალაქო კოდექსში ჩანაწერი უკვე არსებობს, არ ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციაში ანალოგიური ჩანაწერის აუცილებლობა არ არსებობდეს.


„ინიცირების და ხელმოწერების შეგროვების პროცედურა დაიწყება მომავალ კვირაში. იმედი მაქვს, შეგროვდება ხმები, რომ მივცეთ მსვლელობა ამ საკითხს და მოგვეცემა საშუალება, პლენარულ სხდომაზე განვიხილოთ იგი. ვინ დაუჭერს მხარს და ვინ არა, ეს პლენარულ სხდომაზე გამოჩნდება და ალბათ ისინი პირადად გასცემენ საზოგადოებას პასუხს თავიანთ გადაწყვეტილების თაობაზე. ამ ეტაპზე ჩვენ რესურსი გვაქვს, რომ საკითხი პლენარულ სხდომამდე მივიტანოთ. რაც შეეხება რესპუბლიკური პარტიის დამოკიდებულებას, მათ აქვთ საკუთარი არგუმენტები და თვლიან, რომ ამ ჩანაწერის გაკეთების საჭიროება არ არსებობს, რადგან სამოქალაქო კოდექსში ქორწინების შესახებ ჩანაწერი უკვე არსებობს, მათ ამ არგუმენტს პრინციპულად ვერ დავეთანხმები. ჩვენ საბოლოოდ შესაძლოა, ვერ მივიღოთ სასურველი შედეგი, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პოზიცია აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს ამასთან დაკავშირებით, რათა დასრულდეს სპეკულაციები ერთსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ქანთარიამ.


მისი თქმით, „რესპუბლიკელების" განსხვავებული პოზიცია კოალიციაში დაპირიპირების მიზეზი ვერ გახდება.


„დაპირისპირების მიზეზი ეს არ გახდება. როგორც ითქვა, ისინი ფრაქციის წევრებს არ შეზღუდავენ. ვფიქრობ, რესპუბლიკურ ფრაქციაში აღმოჩნდება ხალხი, რომელიც ხელს მოაწერს ინიციატივას, მაგრამ ამით არ გაემიჯნება რესპუბლიკურ პარტიას", - აღნიშნა ქანთარიამ.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner