logo_geo
eng_logo
ზერეკიძე ბერძენიშვილს: გამარჯვება იაფფასიანი პოლიტიკური განცხადებების საფუძველზე არ მიიღწევა
- +

16 აგვისტო. 2016. 16:51


გიორგი ზერეკიძე ლევან ბერძენიშვილს პასუხობს და აცხადებს, რომ „ღირსეული გამარჯვება ოპონენტთან ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში ბრძოლით მიიღწევა და არა იაფასიანი პოლიტიკური განცხადებების საფუძველზე".


„facebook"-მომხმარებელი ზერეკიძე ბერძენიშვილს 4 წლის წინ მიღებულ დადგენილებას ახსენებს, რომლიც პარლამენტმა უკანონო და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების შესახებ მიიღო.


გიორგი ზერეკიძე აცხადებს, რომ ლევან ბერძენიშვილის მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადებები, 4 წლის წინ მიღებულ დაგდენილებას ეწინააღმდეგება.

 

„2012 წელს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება უკანონო თუ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების შესახებ, თქვენ და თქვენმა გუნდმა მხარი დაუჭირეთ ამ კანონპროექტს, რაც ძალიან ლოგიკური იყო. დღევანდელი თქვენი ეს დისკრიმინაციული განცხადება ეწინააღმდეგება სულ რაღაც 4 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, ბატონო ლევან. ცხადია, ამას იმიტომ აკეთებთ, რომ ლევან გოგიჩაიშვილი თქვენი ოპონენტია, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, ღირსეული გამარჯვება ოპონენტთან ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში ბრძოლით მიიღწევა და არა იაფასიანი პოლიტიკური განცხადებების საფუძველზე. მეც მონსტრად მოგეჩვენებით ალბათ, ძალიან მწყინს ამას რომ ვამბობ", - წერს ზერეკიძე.


ცნობისთვის, საბურთალოს ოლქში, „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს ლევან გოგიჩაიშვილს „რესპუბლიკელი" დავით უსუფაშვილი დაუპირისპირდება.


„დავით უსუფაშვილს დაუყენეს ლევან გოგიჩაიშვილი - რადგან ბანდიტი იყო და ციხეში ნაჯდომია, კარგი ვაჟკაცი იქნება? ვერ გავიგე, რა მიდგომაა პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner