logo_geo
eng_logo
ევროკომისიის პრეზიდენტი: საკვები უკვე გახდა კრემლის ტერორის არსენალის ნაწილი და ჩვენ ამას ვერ შევეგუებით
- +

9 ივნისი. 2022. 17:24

 

 

საკვები რუსეთის ტერორის არსენალის ნაწილი გახდა,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

ევროპარლამენტისადმი მიმართვისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა უკრაინის შავი ზღვის პორტების აღდგენის გადაუდებელ აუცილებლობას.

 

„ეს პუტინის მიერ მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე დაუცველი ქვეყნისა და ხალხის უგულო და გათვლილი ალყაში მოქცევაა. ახლა საკვები უკვე გახდა კრემლის ტერორის არსენალის ნაწილი და ჩვენ ამას ვერ შევეგუებით“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner