უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება აამოქმედა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმურ პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ სანქციები განუსაზღვრელი ვადით ამოქმედდება. სანქციები შეიცავს:
აქტივებისა და ქონების ბლოკირება;
უკრაინიდან კაპიტალის გაყვანის პრევენცია;
უკრაინის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში შესვლის აკრძალვა;
ფასიანი ქაღალდების ოპერაციების აკრძალვა;
ვიზაზე უარის თქმა;
უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა და ა.შ.
სანქციები ასევე უწესდება პუტინის პრესმდივან დიმიტრი პესკოვს, რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინს, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმირ კოლოკოლცევს, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებს.