აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგის წარმომადგენლებს აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.
შეხვედრის ფარგლებში მთავრობის მიერ ინვესტორების მხარდასაჭერად შემუშავებული რიგი მექანიზმების შესახებ იმსჯელეს. აღინიშნა, რომ აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს საინვესტიციო პროექტების განხორციელება.
Sanko ჰოლდინგი 11 განსხვავებული ბიზნეს მიმართულებით, ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგია, რომელიც 100 წელზე მეტია მოღვაწეობს მსოფლიო მასშტაბით.