logo_geo
eng_logo
უკრაინის ვიცე-პრემიერი: ევროკავშირის სამი ქვეყანა უკრაინისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგება
- +

9 ივნისი. 2022. 21:08

 

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ ევროკავშირის სამი ქვეყანა უკრაინისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგება.

 

„საერთოდ, ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ წინადადება დააფიქსირა სხვა ფორმატზე, მათ შორის სთავაზობდნენ პირობითი კანდიდატის სტატუსს. იყო ბევრი განსხვავებული წინადადება, მაგრამ რეალურად სამი ძირითადი ქვეყანაა, რომელსაც არ სურს უკრაინისათვის მწვანე შუქის ანთება“, - აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

 

ოლგა სტეფანიშინამ უარი თქვა აღნიშნული ქვეყნების დასახელებაზე, რადგან ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას უკრაინისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ ითვალისწინებს, თავად ევროკავშირს შეასუსტებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner