logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს ბატონი კუბილიუსი თუ ვინც არ უნდა იყოს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ჩვენი ხალხის წინააღმდეგ გამოდის
- +

9 ივნისი. 2022. 21:09

 

 

“როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს ბატონი კუბილიუსი თუ ვინც არ უნდა იყოს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ჩვენი ხალხის წინააღმდეგ გამოდის, რაც დაუშვებელია,” - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ეს ვერ იქნება ვერც გულშემატკივრობის ჭრილში ნათქვამი და მით უმეტეს, მეგობრულში. ეს თავისი სულისკვეთებით ეწინააღმდეგება როგორც ევროპულ, ისე ჩვენს ღირებულებებს. ვისაც მსგავსი განცხადებები უხარია, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის სუვერენული და ერობვნული ინტერესების მოწინააღმდეგები“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner