logo_geo
eng_logo
ბრიტანეთის მთავრობა ღრმად შეშფოთებულია ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „სასამართლოს“ მიერ ბრიტანეთის ორი მოქალაქისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენით
- +

9 ივნისი. 2022. 21:37

 

 

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ღრმად შეშფოთებულია ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „სასამართლოს“ მიერ ბრიტანეთის ორი მოქალაქისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენით.

 

ოფიციალური ლონდონი აცხადებს, რომ მათი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად იმუშავებს.

 

„ჩვენ აშკარად ღრმად შეშფოთებულნი ვართ ამით. ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ სამხედრო ტყვეები არ უნდა გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის. ჟენევის კონვენციის თანახმად, სამხედრო ტყვეებს ეძლევათ საბრძოლო იმუნიტეტი. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ხელისუფლებასთან მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ ნებისმიერი ბრიტანელი მოქალაქის გათავისუფლება, რომელიც მსახურობდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და რომელიც სამხედრო ტყვედ აიყვანეს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ სასამართლომ ბრიტანეთის ორ მოქალაქესა და მაროკოს ერთ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ე.წ სასამართლომ სამივე უცხოელი სამხედრო „დაქირავებული მებრძოლების“ ბრალდებით გაასამართლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner