ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ამ კაცს უვლიან გარშემო, მშიერი მგლებივით დასუნსულებენ!
საქართველოსთვის მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილიაო.
ცრუობენ!
ყველაფერი პრიქით გახლავთ.
უნდა წავიდესო, რუსი ოლიგარქია, ჩვენი ქვეყნის მართვაში ერევა, დემოკრატიის ხარისხს აუარესებსო, აცხადებენ ე.წ. ქართულ პოლიტიკაში ,,მოღვაწე'' რუსეთის მოქალაქეები.
ჰა, ჰა, ჰა!
საქართველო უნდა დატოვოს, ხელისუფლებაში ჩვენ მოვალთ და სუპერ-სახელმწიფოს ჩამოვაყალიბებთო... დიახ, ჩვენ ვიზამთ ამას, იმანოშვილები და ამანოშვილებიო. მართალია, დღემდე თითი თითზე არ დაგვიკარებია, ერთი ქვა არ გადაგვიბრუნებია, ერთი ხე არსად ჩაგვირგავს, ერთი თესლი არსად ჩაგვიგდია, მაგრამ არ იდარდოთ, აწი ყველაფერს გავაკეთებთ, დასვენებული ხალხი ვართო.
წავიდესო... სხვაგან გადასახლდესო... დემოკრატიის შენებაში ხელს გვიშლისო.
დავუშვათ, სადმე წავიდა, ცხრა კუნძულს იქით გადასახლდა, მაინც იტყვიან, ამ ქვეყანას იქიდან მართავს, პლურალიზმის ხარისხს აუარესებს, სასწრაფოდ უნდა გადადგესო.
დავუშვათ, მარსზე გადასახლდა, მაინც პრეტენზიები ექნებათ!
სანამ ეს კაცი ცოცხალია (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს), მანამდე ექნება ამ ქვეყნის ცხოვრებაზე გავლენა!
ამას ყველა უნდა შეეგუოს, მტერიც და მოყვარეც!
დიახ, სადაც არ უნდა წავიდეს, სადაც არ უნდა გადასახლდეს, უჩინმაჩინის ქუდიც რომ დაიხუროს, მის მიერ გაკეთებულს ვერავინ წაშლის!
ევროპიებში მოწანწალე ბოგანოთა და მოღალატეთა საყურადღებოდ:
ტყუილად წვალობთ. სჯობდა, ცოტა სხვანაირი პოზიცია დაგეკავებინათ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში 7-8%-ს მაინც მიიღებდით, ახლა თავადვე გაითხარეთ თქვენივე პოლიტსამარე.
თუმცა!
სხვანაირი პოზიცია რანაირად უნდა დაგეკავებინათ, როცა ეგეთი ჯილაგისანი ბრძანდებით? თქვენ იმათი შთამომავლები ხართ, 1937-ში საქართველოს მოსახლეობის ხარისხიანი ნაწილი რომ ჩახოცეს!
ექვსიოდე ევროპარლამენტარი გყავთ მოსყიდული და რას ბოდიალობენ, არ უწყიან. ,,დანოსებს'' უგზავნით და ის უბედურებიც სიამოვნებით კითხულობენ.
ევროპარლამენტში 732 დეპუტატია, აქედან მხოლოდ ექვსიოდე კლიმაქსიანი ყბედობს, თან მხოლოდ პოსტსაბჭოელები. შევიდნენ ევროკავშირში და ჰგონიათ, აქეთ ჭკუაზე უნდა გვარიგონ!
რეალობას შეხედეთ, რეალობას, თქვენ მომავალი აღარ გაქვთ, დასრულდით!
ტყუილად დაძრწიხართ ამ კაცის ორგვლივ!”- წერს გელა ზედელაშვილი