logo_geo
eng_logo
“ევროპული” ღორობულებები” – ამბავი ერთი ევროპარლამენტარისა და ერთიც გოჭის დინგიანი ქალბატონისა
- +

9 ივნისი. 2022. 23:42

 

 

ნაცებმა ხარჯეს და ხარჯეს ნაძარცვი მაყუთი ევროპარლამენტში.

ევროპარლამენტარიც ადამიანია კაცო, აბა ვინ წარმოიდგენს, რომ ასეთ პატარა ქვეყანას ამდენი სირი ეყოლება, რომელიც მზად არის მილიონები გადაიხადოს რეზოლუციაში სისულელეების ჩასაწერად.

ევროპარლამენტარსაც უყვარს კაი მაყუთი, მითუმეტეს რას კარგავს, სულ ქინძზე არ კიდია რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ინტერესები?

ივაჭრებს ცოტას.  თან ფიქრობს: აგერ ოპოზიცია ამხელა მაყუთს მიხდის და იქნება ხელისუფლებამ ახლა, ამ სიტუაციის გამოსასწორებლად ორმაგი გადამიხადოსო. სწორედ ფიქრობს რადგან ადრე მიშას ხელისუფლება უხდიდა, ოპოზიცია კი ხმას ვერ იღებდა, არათუ რეზოლუციის ტექსტს ადგენდა.

კარგად ეტყობა,  ოცნება რომ არ უხდის მაყუთს კორუფციაში ბოლომდე ჩაფლულ და “ნაცების” მიერ ფულზე გათახსირებულ ევროპარლამენტარების ნაწილს.

წარმოიდგინე ხარ ევროპარლამენტარი, ზიხარ შენთვის კაბინეტში და კარზე ნაზი, ფრთხილი კაკუნი ისმის.

wellcome come in! გასძახებ და უცებ კარებში გოჭის დინგიანი ქალბატონი შემოყოფს თავს, რაც შეიძლება მლიქვნელურად გაგიღიმებს და ქუსლების ბაკუნით შენს წინ მდგომ სავარძელში წვალებით წამოსკუპდება. სავარძელი მაღალია და ფეხებს რომელიც ჰაერში რჩება, ერთმანეთზე უსმევს წვივიდან ქუსლამდე, თან საუბარს იწყებს:

– ვიოლამ ალბათ გითხრათ ჩემზე, მადლობა, მადლობა

გოჭის დინგიანი ქალბატონი, ნერვიულად იწყებს ლაპარაკს და ჩანთიდან შეკვრებს ალაგებს.

– ეს მცირედია, სულ იქნება, ვიოლამ გითხრათ ხომ?  კი, მოკლედ, ესეც, ესეც, ესეც.

რა გნებავთ კონკრეტულად? ეკითხები და საზაფხულო არდადეგებზე ფიქრობ: ჰავაი თუ მალაიზია, მერე დუბაი და ა.შ….

გოჭის დინგიანი ქალბატონი პირდაპირ საქმეზე გადადის, თვალს არ აცილებს მაგიდაზე დადებულ საქაღალდეს.

– ეს საბოლო ვარიანტია, ხომ? კენჭის ყრისთვისაა გამზადებული?

რათქმაუნდა, პასუხობ შენ!

გოჭის დინგიანი ქალბატონი კვლავ ღელავს.

– იცით ესე ვქნათ: ვითომ დაგირეკეს და უცებ გასვლა მოგიწიათ, მე აქ დაგელოდებით, ცოტას გადავიკითხავ, ცოტას შევასწორებ, ისე, ისე თქვენთვის მნიშვნელოვანს არაფერს შევცვლი,  მდივანს შევუთანხმდი და სულ ერთ ფურცელს შევცვლით.

რას ბრძანებთ ქალბატონო? ეკითხები გაკვირვებული, რომელი საუკუნეა, რა დროს შეცვლაა?

მოდი ესე ვქნათ: თქვენ შესაცვლელი ფურცლის ვარიანტი თან გქონდეთ და დარბაზის ფოიეში ისეირნეთ. მე კაბინეტიდან გამოვალ, ხელში რეზოლუციის საბოლოო ვარიანტი მექნება, უცებ წაბორძიკდით და მე შემეჯახეთ, ხვდებით ხომ? მე ძირს დამივარდება თქვენ ამ დროს უცებ მოხმარებას დაიწყებთ და ფურცელს შეცვლით. კლასიკური ვარიანტია, ყოველთვის ამართლებს…

გოჭის დინგიან ქალბატონს თვალები უბრწყინავს.

– მშვენიერია, გენიალურია, მაგრამ იცით? აი რომ შეგვიყვარდეს ერთმანეთი??? აი ფილმებში როა.

რა კარგი იოუმორის გრძნობა გაქვთ ქალბატონო…

პ.ს. გოჭის დინგიანი ღორები ისევ დასუნსულობენ ევროპარლამენტის ფოიეში, ისევ ასკდებიან ერთმანეთს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner