logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: საინტერესოა რის სანქცირებას ითხოვენ ევროპარლამენტიდან - სააკაშვილის და გვარამიას მიერ წართმეული და ივანიშვილის მიერ ჩვენი ხალხისთვის დაბრუნებული ღირსების გრძნობის?!
- +

10 ივნისი. 2022. 00:11

 

 

“როდიდან გახდა მაღალი ევროპული ღირებულება ჭეშმარიტი გმირების, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მოამაგე მოღვაწეების ანტიგმირებად გამოცხადება და პირიქით, სადისტური რეჟიმის შემოქმედების, თვალსაჩინო და ევროპული სასამართლოს მიერ ოფიციალურად აღიარებული ანტიგმირების, გმირებად და მოწამეებად მონათვლა,” - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„საინტერესოა რის სანქცირებას ითხოვენ ევროპარლამენტიდან: სამების ტაძრის და უამრავი ეკლესია მონასტრის აშენების თუ რეკონსტრუქციის?! თეატრების და მუზეუმების გადარჩენის და აღდგენის? ! შენარჩუნებული და გადარჩენილი ჩვენი ათასობით თანამოქალაქის სიცოცხლის და ჯანმრთელობის?! თუ სააკაშვილის და გვარამიას მიერ წართმეული და ივანიშვილის მიერ ჩვენი ხალხისთვის დაბრუნებული ღირსების გრძნობის?! ეს სია ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებული ღვაწლის ჩამონათვალი შესაძლოა დაუსრულებლად გაგრძელდეს....

 

ევროპული ღირებულებები და ფასეულობები პირველ რიგში სიმართლის აღიარებას და პატივისცემას გულისხმობს, სიმართლეს რომელსაც ტყუილი, „ფეიკი“ და ვიწრო პარტიული თუ ლობისტური ინტერესები ვერაფერს დააკლებს. სიმართლე კი არის მხოლოდ ერთი და ის მდგომარეობს შემდეგში: ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული მოამაგეა ჩვენი სამშობლოსი, მისმა მოღვაწეობამ დათესა უდიდესი სიყვარული და სწორედ ამ სიყვარულით, სრულიად დამსახურებულად უყვარს ის ქართველ ხალხს“, - წერს დავით მათიკაშვილი.

 

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner