logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ადამიანები, რომლებიც არიან „იმედის“ დარბევის შემოქმედნი - ნიკა გვარამია და ასევე პრეზიდენტი სააკაშვილი, დღეს წარმოჩენილები არიან, როგორც დემოკრატიის მთავარ დამცველებად და თავისუფალი მედიის გულშემატკივრებად
- +

10 ივნისი. 2022. 00:13

 

 

“ადამიანები, რომლებიც არიან „იმედის“ დარბევის შემოქმედნი, ერთის მხრივ თავის დროზე ნიკა გვარამია და ასევე პრეზიდენტი სააკაშვილი, დღეს წარმოჩენილები არიან, როგორც დემოკრატიის მთავარ დამცველებად და თავისუფალი მედიის გულშემატკივრებად,” - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„რეზოლუციაში, რომელიც არის მიღებული, სამწუხაროდ არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც არასწორი და აბსოლუტურად უსაფუძვლოა. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პროგრესზე მედია თავისუფლების თვალსაზრისით, ძალიან ბევრი საუბრობს და ბევრს უსაუბრია. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი მოგვარებულია და ევროპული სტანდარტის, მაგრამ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია მედია თავისუფლების თვალსაზრისით, ბევრისთვის სამაგალითოა. თუმცა ამავდროულად ვსაუბრობთ იმაზე, რომ როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ისე მედიაში მაღალი პოლარიზაციაა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner