logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიზანმიმართულად იყო მცდელობა, რომ ერთი მხრივ მომხდარიყო ხელისუფლების დისკრედიტაცია და მეორე მხრივ იმ მონაპოვრის, რაც ხელისუფლებას გააჩნია
- +

10 ივნისი. 2022. 00:13

 

 

“სამწუხაროდ, ევროპარლამენტშიც არიან ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობენ იგივე ღირებულებებით, რა ღირებულებებითაც ხელმძღვანელობს „ნაციონალური მოძრაობა“. ან საერთოდაც ერთად ხელმძღვანელობენ სხვა რაღაცით,” - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ჩვენი საზოგადოება და ყველა კარგად ხედავს, რომ მთელი 2 წლის განმავლობაში, ძალიან კონკრეტულად და მიზანმიმართულად იყო მცდელობა, რომ მომხდარიყო ხელისუფლების დისკრედიტაცია.

 

„მეორე მხრივ იყო იმ მონაპოვრის დისკრედიტაციის მცდელობა, რომელიც ამ ხელისუფლებას გააჩნია. ეს არის ობიექტური სიმართლე. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შიშით სხვა ოპოზიციური პარტიები, მათი მედიასაშუალებების მიერ დაბულინგების მეშვეობით იყვნენ ჩართული სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში. სამწუხაროდ, ევროპარლამენტშიც არიან ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობენ იგივე ღირებულებებით, რა ღირებულებებითაც ხელმძღვანელობს „ნაციონალური მოძრაობა“. ან საერთოდაც ერთად ხელმძღვანელობენ სხვა რაღაცით და მივიღეთ ეს შედეგი, თუმცა ეს შედეგი არის ის, რაც ჩვენ უარს გვათქმევინებს რამე ფორმით, გავაგრძელოთ ის დღის წესრიგი, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს არჩეული და რომელიც მიზნად ისახავს, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ გახდეს ევროკაშირის წევრი. ჩვენი წევრობა რა თქმა უნდა, ერთი მხრივ დამოკიდებულია იმაზე, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ჰქონდეს ადეკვატური ასახვა და მიმღებლობა ევროპისგან“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner