logo_geo
eng_logo
ლევან კობიაშვილი ამომრჩეველს: ჩემი უმთავრესი მისიაა - ვიყო თქვენი ხმა
- +

16 აგვისტო. 2016. 18:26


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, „ქართული ოცნების" გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი ამომრჩეველს მიმართავს და ამბობს, რომ მისთვის თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია.

 

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ნდობისთვის და აღვნიშნო, რომ ნამდვილად ძალიან საპასუხისმგებლო და ამავდროულად სასიამოვნოა, როდესაც იმ უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხარ, სადაც მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა გაქვს გატარებული. მინდა, გლდანის მოსახლეობამ იცოდეს, რომ ჩემი სახით თქვენ გყავთ ისეთი კანდიდატი, რომლისთვისაც თითოეული ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია. საარჩევნო პერიოდის განმავლობაში აუცილებლად შევხვდები ყველა თქვენგანს, მოვისმენ თქვენს აზრს, გავეცნობი თქვენს პრობლემებს და ერთად დავსახავთ სამოქმედო გეგმას, რომელიც გლდანის მოსახლეობის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს. რადგან ჩემი უმთავრესი მისიაა - ვიყო თქვენი ხმა, გლდანელების წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ადამიანი, რომელიც თქვენს ინტერესებს მოემსახურება და დარწმუნებული ვარ, ერთად დავძლევთ იმ პრობლემებს, რაც გლდანის მოსახლეობას აქვს.

 

აქვე მინდა გამოვეხმაურო აქტუალურ საკითხს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ჩემი პრეზიდენტად დარჩენის თაობაზე. ვრჩები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იმავე ტემპით, იმავე რეჟიმში გავაგრძელებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ დიდი ცვლილებების მისაღწევად, რაც მე და ჩემმა გუნდმა დავისახეთ მიზნად. სწორედ განხორციელებული პროექტები, ჩვენი წინგადადგმული ნაბიჯები იქნება ჩემი და ჩემი გუნდის მიერ გაწეული სამუშაოს შეფასება. მინდა, მივმართო თითოეულ ადამიანს, საფეხბურთო სამყაროს ყველა წევრს და გულშემატკივარს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩემი ხელმძღვანელობით გააგრძელებს წინსვლას, იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც ქართული ფეხბურთის განვითარება ჰქვია", - ნათქვამია ლევან კობიაშვილის განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner