logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: რა გგონიათ, პროცენტულად რამდენი კრეტინი იქნება იმ ევროპარლამენტში?!
- +

10 ივნისი. 2022. 14:33

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ..." - ისე იტყვიან ხოლმე, თითქოს ის ევროპარლამენტარები რაღაც განსაკუთრებულები იყვნენ, მირონი სდიოდეთ!

 

მიიხედ-მოიხედეთ, გადახედეთ საქართველოს პარლამენტებს - იმდროინდელს და ამდროინდელს - რამდენი კრეტინი გაგახსენდათ?!

 

ჰოდა, რა გგონიათ, პროცენტულად რამდენი კრეტინი იქნება იმ ევროპარლამენტში?!

 

ეგრეა, ეგრე: ჯერ დაითვალეთ, მერე გაითვალეთ!

დავკარ ხმალი, არ დააჩნდა კვალი.

 

მიდის, მოდის, იქვე დგას.

 

ტყეში ხარი შემივარდა,

 

გამო, გამო გიშერაო,

 

ნაბდის ძველა იქ დააგდო,

 

გამოვარდა შიშველაო.

 

აი, ეს ბოლო კი სააკაშვილზეა, - ევროპარლამენტარებიც ხომ ამას ამბობენ, - გამოუშვით, თუნდაც გამოვარდეს შიშველაო!

 

 ნწუ, არაო, - კანონმა! პრეზიდენტმაც!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner