საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ..." - ისე იტყვიან ხოლმე, თითქოს ის ევროპარლამენტარები რაღაც განსაკუთრებულები იყვნენ, მირონი სდიოდეთ!
მიიხედ-მოიხედეთ, გადახედეთ საქართველოს პარლამენტებს - იმდროინდელს და ამდროინდელს - რამდენი კრეტინი გაგახსენდათ?!
ჰოდა, რა გგონიათ, პროცენტულად რამდენი კრეტინი იქნება იმ ევროპარლამენტში?!
ეგრეა, ეგრე: ჯერ დაითვალეთ, მერე გაითვალეთ!
დავკარ ხმალი, არ დააჩნდა კვალი.
მიდის, მოდის, იქვე დგას.
ტყეში ხარი შემივარდა,
გამო, გამო გიშერაო,
ნაბდის ძველა იქ დააგდო,
გამოვარდა შიშველაო.
აი, ეს ბოლო კი სააკაშვილზეა, - ევროპარლამენტარებიც ხომ ამას ამბობენ, - გამოუშვით, თუნდაც გამოვარდეს შიშველაო!
ნწუ, არაო, - კანონმა! პრეზიდენტმაც!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.