logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი ნინო ლომჯარიაზე: მეტი რა უნდა გააკეთოს ან თქვას ამ ბოროტმა და მავნებელმა? „ევრორეზოლუციის დასკვნას მირჩევნიაო საქართველო დღეს ომის ცეცხლის ალში იყოს გახვეული“
- +

10 ივნისი. 2022. 16:00

 

 

„მეტი რა უნდა გააკეთოს ან თქვას ამ ბოროტმა და მავნებელმა? „ევრორეზოლუციის დასკვნას მირჩევნიაო საქართველო დღეს ომის ცეცხლის ალში იყოს გახვეული“!!! და თვის ბოლოს ამ წყევლისთვის ჩემი, თქვენი გადასახადებიდან - საბანკო სმს-ი უნდა მოუვიდეს ხუთნიშნა სახელფასო ჩარიცხვაზე!’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნინო ლომჯარიას განცხადებას.

 

როგორც ქართველიშვილი წერს, ლომჯარიამ ფაქტიურად რუსული არტილერიის ცეცხლის კორექტირება მოახდინა პირდაპირ ეთერში.

 

„უკრაინამ ამ ომში ბევრი საქციელით გამაოცა - საგმირო და სასირცხვილო. ამ უკანასკნელს განეკუთვნება ჯალათი ალექსანდრე „ქილერა“ მუხაძისთვის „პოლიტიკურად დევნილის“ სტატუსის მინიჭება. ხოლო გმირობის ტოლფასი იყო - რადას მიერ უკრაინის ომბუდსმენ ლუდმილა დენისოვას თანამდებობიდან მოხსნა. მეტი რა უნდა გააკეთოს ან თქვას ამ ბოროტმა და მავნებელმა? „ევრორეზოლუციის დასკვნას მირჩევნიაო საქართველო დღეს ომის ცეცხლის ალში იყოს გახვეული“!!! და თვის ბოლოს ამ წყევლისთვის ჩემი, თქვენი გადასახადებიდან - საბანკო სმს-ი უნდა მოუვიდეს ხუთნიშნა სახელფასო ჩარიცხვაზე! რა გახდა ამისთანა მოსაშორებლად უსაშველო ეს ჩემი შვილიშვილების სიცოცხლის ხელყოფის მსურველი ლომჯარია?! ვერ ვეკარებით?! მან ფაქტიურად რუსული არტილერიის ცეცხლის კორექტირება მოახდინა პირდაპირ ეთერში!“ - წერს ქართველიშვილი ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner