logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: როცა საქართველოს ჰყავს სამარცხვინო, ომის პარტიის ვასალი ნინო ლომჯარია, იქ დემოკრატიასა და რაიმე თავისუფლებაზე საუბარი ზედმეტია
- +

10 ივნისი. 2022. 16:04

 

 

„ბომბები და მეორე ფრონტი სააკაშვილის ღალატის პარტიის ავადმყოფური ილუზიებია, რასაც იმეორებენ ლომჯარიები და ნაცსექტის უსაქციელო „ენჯეოშნიკები“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე უფლებადამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომლის თანახმად ლომჯარიამ აღნიშნა, რომ შეიძლება ბომბებისგან მიღებული ცეცხლი უფრო სჯობდეს სირცხვილს.

 

„მე მესმის, რომ ინსტიტუციურად სახალხო დამცველს ყველა დასავლელმა პარტნიორმაც უნდა მოუსმინოს. თუმცა, როცა საქართველოს ჰყავს ის სამარცხვინო, ომის პარტიის ვასალი ნინო ლომჯარია, იქ დემოკრატიასა და რაიმე თავისუფლებაზე საუბარი ზედმეტია. ბომბები და მეორე ფრონტი სააკაშვილის ღალატის პარტიის ავადმყოფური ილუზიებია, რასაც იმეორებენ ლომჯარიები და ნაცსექტის უსაქციელო „ენჯეოშნიკები“, - წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner