logo_geo
eng_logo
დანია და ნიდერლანდები უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებიან
- +

10 ივნისი. 2022. 16:07

 

 

დანია და ნიდერლანდები ეწინააღმდეგებიან უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

 

ევროკომისია ამ საკითხს მომავალი კვირის ბოლოს განიხილავს. ამასთანავე, კოპენჰაგენში აცხადებენ, რომ კიევი ევროპულ სტანდარტებს ნაკლებად შეესაბამება,

 

საუბარია სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილურობაზე, რომლებიც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, უმცირესობათა უფლებების გარანტიას უზრუნველყოფს.

 

Bloomberg-ის წყაროების ინფორმაციით, „კიევს თავისი საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ბაზის პრინციპულად გაუმჯობესება“ მოუწევს.

 

ამის მიუხედავად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობას უკრაინის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვთ. პოლონეთი, ირლანდია და ლიეტუვა უკრაინის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების მომხრეა. ესტონეთი უკრაინისთვის „იმედის მიცემის“ აუცილებლობაზე საუბრობს. გერმანია უკრაინისთვის „პირობითი კანდიდატის სტატუსის“ მინიჭებას უჭერს მხარს, რასაც კიევი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

 

უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას ბრიუსელში 23-24 ივნისს მიიღებენ. ფაქტობრივად უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ეს სტატუსი დაჩქარებული გზით უნდა მიიღონ, მაგრამ ამისთვის გარკვეული ქვეყნების წინააღმდეგობის დაძლევა იქნება აუცილებელი.

 

მიმდინარე წლის მარტში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის განაცხადს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე „არას“ ეუბნება, რადგანაც ქვეყანა ომის პირობებში იმყოფება.

 

მოგვიანებით მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას შეიძლება წლები დასჭირდეს და მან მოუწოდა ევროკავშირის სტრუქტურებს „ევროპული პოლიტიკური საზოგადოების ახალი ორგანიზაცია შექმნან, რომელიც მის რიგებში უკრაინის გაწევრიანებას მიესალმება“.

 

მაკრონის ინიციატივის კომენტირებისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების ნებისმიერი ალტერნატივა რუსეთთან კომპრომისს ნიშნავს.

 

ცნობისთვის, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ შეიტანა. მოგვიანებით ეს საქართველომ და მოლდოვამ გააკეთეს.

 

9 მაისს უკრაინამ ევროკავშირს ანკეტის მეორე ნაწილი გადასცა. სპეციალური კომისია ამას ივნისში განიხილავს. კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაშიც კი ქვეყანას მრავალი რეფორმის ჩატარება მოუწევს, რათა კრიტერიუმებს შეესაბამებოდეს, ხოლო შემდეგ ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის თანხმობა უნდა მიიღოს. ევროკომისიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ უკრაინის განაცხადი კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უმოკლეს ვადებში იქნება განხილული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner