logo_geo
eng_logo
ლევან თაქთაქიშვილი: ნიკოლოზ ბარათაშვილს თუ დავუჯერებთ, „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება და გზა უვალი, ჩემგან თელილი, მერანო, ჩემო მაინც დარჩებაო
- +

10 ივნისი. 2022. 17:34

 

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„პატარა ამბავი, თან დიდად ჩასაფიქრებელი!

 

თბილისში ცხოვრობდა ერთი კაცი , თითქოს ჩვეულებრივი, მაგრამ არა! სწორედ რომ არაჩვეულებრივი. რომელმაც გადაწყვიტა, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება საქართველოს წარჩინებულ გვართა გენეალოგიების კვლევისათვის მიეძღვნა. ცარიელი ფურცლიდან დაიწყო . რამდენიმე გვარის გენეალოგია იყო ცნობილი, ისიც ფრაგმენტულად. ბაგრატიონები ხომ არ იყვნენ ყველა, რომ მათი გენეალოგია სახელმწიფო მნიშვნელობის ყოფილიყო. დაიწყო და დადო მთელი მრავალტომეული ამ უდიდესი საქმისა. მრავალი გვარის გენეალოგია გამოსცა, ნაწილი ცენტრალურ საისტორიო არქივში მუშაობის აღსანიშნავად ამ არქივს გადასცა. გვერდში ედგა ამ არქივის ხელმძღვანელი ქალბატონი თეონა იაშვილი. გამოაქვეყნეს კიდეც თავის საიტზე. გამოცემული წიგნების ელ. ვერსიებიც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოაქვეყნა მისი მეუღლის თანხმობით. 150 ისტორიულ გვარს შეუდგინა გენეალოგიური ნუსხები. რა აზრი ჰქონია მის  თავგანწირვას?

 

ნიკოლოზ ბარათაშვილს თუ დავუჯერებთ, „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება და გზა უვალი, ჩემგან თელილი, მერანო, ჩემო მაინც დარჩებაო. ეს მაშინ! დღეს? ჩემო მერანო, შენს სახლში მოსიარულე დაინტერესებულ პირთ აღარც ახსოვთ შენი წიგნები? თუ სხვა რამეშია საქმე. გამოდის ახალი გამოცემები, რომელშიც ამ გენეალოგიების ფრაგმენტებია გამოქვეყნებული, არსად არაა მითითებული, საიდანაა აღებული. საიტებზე დევს შენი გენეალოგიური ნუსხები და ფასიანიაო. სად გაგონილა ეს ? ახლა ფოტო მომიტანეს და მე, ბრიყვმა, გამოვაქვეყნე, იმ იმედით, რომ ვინმე მოძებნიდა ამ მხეიძეს  ბატონი იურის ავტორობით ინტერნეტში ღიად დაკიდებულ გენეალოგიურ ნუსხებში. ნურას უკაცრავად. ერთმანეთს ეკამათებიან: ასე იქნებაო. აბა ამას ვკითხოთო. ჩაიხედეთ წყაროებში. დააფასეთ მათი შემდგენელი. აი, გამოცემული მხეიძეების გენეალოგია, რომელიც ინტერნეტში ღიად დევს. აღიარეთ, არავის გახსოვთ ეს ღმერთი გენეალოგიური კვლევის ფუძემდებელი“, - წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner