logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიებები მიმდინარეობს
- +

10 ივნისი. 2022. 17:36

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

ქალაქ კასპის №2 საბავშვო ბაღში გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. აღსაზრდელებს საბავშვო ბაღში სწავლის დასრულება მიულოცეს მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა თეა ხორბალაძემ და მერიის ა(ა)იპ სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების დირექტორმა მანანა ხვთისიაშვილმა. საბავშვო ბაღი 15 აღსაზრდელმა დაასრულა. ბავშვებმა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სხვადასხვა სახის შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს.

 

ახალი სასწავლო წლიდან, მუნიციპალიტეტის 27 საბავშვო ბაღის 439 აღსაზრდელი სწავლას სკოლაში გააგრძელებს. კასპის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს თითოეულ მათგანს და წარმატებებს უსურვებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner