კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიებები მიმდინარეობს.
ქალაქ კასპის №2 საბავშვო ბაღში გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. აღსაზრდელებს საბავშვო ბაღში სწავლის დასრულება მიულოცეს მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა თეა ხორბალაძემ და მერიის ა(ა)იპ სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების დირექტორმა მანანა ხვთისიაშვილმა. საბავშვო ბაღი 15 აღსაზრდელმა დაასრულა. ბავშვებმა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სხვადასხვა სახის შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს.
ახალი სასწავლო წლიდან, მუნიციპალიტეტის 27 საბავშვო ბაღის 439 აღსაზრდელი სწავლას სკოლაში გააგრძელებს. კასპის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს თითოეულ მათგანს და წარმატებებს უსურვებს.