logo_geo
eng_logo
უცნობი ფაქტები ცნობილ მხატვრებზე
- +

8 მარტი. 2016. 17:55

 

 

მსოფლიოში ცნობილ მხატვრებზე ბევრი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი ინტერნეტში - როგორ ცხოვრობდნენ, როგორ ქმნიდნან თავიანთ უკვდავ ნამუშევრებს. საზოგადოების უმრავლესობას მხატვრების ნახატების ცქერით ტკბობა ურჩევნია მათი ცხოვრების სტილისა და ხასიათის ჩაღრმავებას. არადა, ამა თუ იმ ცნობილი მხატვრის ნამუშევრის შექმნის ისტორია თუ ცხოვრების უცნობი ეპიზოდი ნამდვილად საინტერესოა.


„არტინფო" გთავაზობთ მსოფლიოში აღიარებული მხატვრების ყველაზე მნიშვნელოვან გამონათქვამებს და მათი ცხოვრებიდან ყურადღების მიღმა დარჩენილ ფაქტებს.


სალვადორ დალი: „რომ არ მყოლოდნენ მტრები, დღეს არ ვიქნებოდი ის, რაც ვარ. მადლობა ღმერთს, მტრები საკმარისად მყავდა".


როცა 1934 წელს დალი ნიუ-იორკში ჩავიდა, მისი აქსესუარი იყო ორმეტრიანი პური-ბატონი. მხატვარი მას ყოველთვის ხელით დაატარებდა. ლონდონში მოწყობილ სიურრეალისტური შემოქმედების ნამუშევრების გამოფენაზე ის მყვინთავის კოსტიუმით გამოცხადდა.


სალვადორ დალიმ „რბილი საათები" აინშტაინის ფარდობითობის თეორიის გავლენით შექმნა. ეს იდეა მხატვარს აგვისტოს ერთ-ერთ ცხელ დღეს გაუჩნდა, როცა მზეზე დადებულ ყველის ნაჭერს უყურებდა.


მხატვარმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში გადაწყვიტა, ისე დაესაფლავებინათ, რომ მის საფლავზე ადამიანებს ხშირად სიარული შეძლებოდათ, ამიტომ დალის ცხედარი ქალაქ ფიგერასში მდებარე მხატვრის მუზეუმის იატაკში ჩამარხეს.


„ჩუპა-ჩუპსის" ლოგოტიპი სალვადორ დალის შექმნილია. ჩვენამდე ამ ესკიზის ვერსიამ ოდნავ სახეცვლილმა მოაღწია.



ვინსენტ ვან გოგი: „ნუ შეგეშინდება, დაუშვა შეცდომები. ბევრს ჰგონია, რომ კარგი გახდება, თუკი არაფერს ცუდს არ გააკეთებს".


თავისი მშფოთვარე ცხოვრების პერიოდში ვან გოგი არაერთხელ იმყოფებოდა სხვადასხვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მისი დიაგნოზები იწყებოდა შიზოფრენიით და მთავრდებოდა მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით.


მხატვრის ყველაზე ცნობილი ნახატი „ვარსკვლაური ღამე" შეიქმნა 1889 წელს ქალაქ სან-რემოს საავადმყოფოში.


მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ის დაბალი თვითშეფასებით იტანჯებოდა. სიცოცხლეში მან მხოლოდ ერთი ნახატი გაყიდა - „წითელი ვენახები არლიში".


გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვან გოგმა ყური მოიჭრა, სიმართლეს არ შეესაბამება. მან მთლიანი ყური კი არ მოიჭრა, არამედ პატარა ნაწილი, რომელიც საერთოდ არ არის მტკივნეული.


ვან გოგი წარმატებული და აღიარებული მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გახდა.



ლეონარდო და ვინჩი: „ვინც შიშში ცხოვრობს, ის შიშისგან კვდება".


ამ მხატვარმა პირველმა ახსნა, რატომ არის ცა ცისფერი. წიგნში „ფერწერაზე" ის წერდა: „ცა ჰაერის დამსახურებით ხდება ცისფერი. ჰაერი, რომელიც ცასა და დედამიწას შორისაა, განთავსებულია ჩვენს მაღლა არსებულ შავბნელ ატმოსფეროში".


ლეონარდო და ვინჩის ორივე ხელით შეეძლო ხატვა. ამბობენ, რომ მას შეეძლო ერთდროულად ორივე ხელით სხვადასხვა ტექსტი დაეწერა. და ვინჩიმ თავისი ნახატების უმეტესობა მარცხენა ხელით შექმნა მარცხნიდან მარჯვნივ მიმართული მოძრაობებით.


მხატვარი ვეგეტარიანელი იყო და არასდროს სვამდა ძროხის რძეს, რადგან ეს ქურდობად მიაჩნდა.



ანრი მატისი: „ყვავილები ყველგან ყვავიან მათთვის, ვისაც ამ ყვავილების დანახვა უნდა".


1961 წელს ანრი მატისის ნახატი „ნავი", რომელიც ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოიფინა, 47 დღის განმავლობაში თავდაყირა ეკიდა. სურათი 17 ოქტომბერს გამოფინეს და მხოლოდ 3 დეკემბერს შეამჩნიეს, რომ ნამუშევარი უკუღმა დაეკიდათ.


ანრი მატისი უძილობით და დეპრესიის იტანჯებოდა. ძილში ბოდავდა და მთლიანად გაოფლილი იღვიძებდა. ერთხელ ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მას დაბრმავების შიში გაუჩნდა. ამ პერიოდში მატისმა ვიოლინოზე დაკვრაც ისწავლა, რომ დაბრმავების შემთხვევაში პურის უფლი ეშოვა, როგორც ქუჩის მუსიკოსს.



ედვარდ მუნკი: „ჩემს ხელოვნებაში შევეცადე, ამეხსნა ცხოვრება და მისი აზრი. რა თქმა უნდა, შევეცადე, ამის გააზრებაში ჩემი ნახატებით სხვებსაც დავხმარებოდი".


მხატვრის ნახატი „კივილი" ხელოვნების ყველაზე ძვირფასი ნიმუშია, რომელიც ღია უქციონზე გაიყიდა.


მატისი მთლიანად თავის სამუშაოში იყო ჩაფლული და მხატვრობას ასე აფასებდა: „ჩემთვის ხატვა ავადმყოფობა და თრობაა. ეს არის ავადმყოფობა, რომლისგანაც არ მინდა განვიკურნო და თრობა, რომელშიც მინდა სულ დავრჩე".



პოლ გოგენი: „ხელოვნება ეს აბსტრაქციაა, ნუ აურევთ მას ბუნების სილამაზეში, მაქსიმალურად იფანტაზიორეთ და იფიქრეთ უფრო მეტი შემოქმედებით პროცესზე, ვიდრე შედეგზე".


მხატვარი პარიზში დაიბადა, თუმცა, ბავშვობის წლები პერუში გაატარა. სწორედ აქედან მოდის მისი სიყვარული ეგზოტიკისა და ტროპიკული ქვეყნების მიმართ.


გოგენი მარტივად ცვლიდა ტექნიკას და ინვენტარს. ის გატაცებული იყო ხეზე კვეთით. მატერიალური სიდუხჭირის გამო, ხშირად საღებავების ყიდვაც არ შეეძლო. სწორედ მაშინ იღებდა დანას და ხეზე ფიგურების კვეთას იწყებდა.



პიერ ოგიუსტ რენუარი: „40 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რმ ფერების მეფე შავია".


1880 წელს მხატვარმა პირველად მოიტეხა მარჯვენა ხელი. იმის მაგივრად, რომ დადარდიანებულიყო და მხატვრობაზე აღარ ეფიქრა, რენუარმა მარცხენა ხელით დაიწყო ხატვა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კი უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ის შედევრებს ორივე ხელით შექმნიდა.


რენუარმა 6000 ნახატი დახატა 60 წლის განმავლობაში.



პაბლო პიკასო: „კარგი მხატვრები კოპირებას ახდენენ, ცნობილები - იპარავენ".


ალბათ, ბევრმა არც კი იცის, რომ პარიზში ცხოვრების ადრეულ წლებში პაბლო პიკასო იმდენად ღარიბი იყო, რომ ხანდახან იძულებული ხდებოდ,ა შეშის მაგივრად საკუთარი ნახატები დაეწვა.


მხატვრის სრული სახელი და გვარი 23 სიტყვისგან შედგება და ასე ჟღერს: პაბლო დიეგო ხოსე ფრანსისკო დე პაულა ხუან ნეპომუსენო მარია დე ლოს რემედიოს კიპრიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად მარტირ პატრისიო კლიტო რუიზ ი პიკასო.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner