ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან ფრონტის ხაზზე აგებს და ახლა თითქმის სრულად დასავლეთის იარაღზეა დამოკიდებული, რათა რუსეთი თავი შეაკავოს.
„ახლა საარტილერიო ომია და საარტილერიო თვალსაზრისით ვაგებთ. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გვაძლევს [დასავლეთი]. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მოგვცეს იმის დაახლოებით 10%, რაც აქვთ“, - აღნიშნა ვადიმ სკიბიცკიმ.
„ჩვენ თითქმის გამოვიყენეთ მთელი ჩვენი [არტილერიის] საბრძოლო მასალა და ახლა ვიყენებთ ნატოს 155 კალიბრის სტანდარტულ ჭურვებს“, - განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილემ.