logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე ოპოზიციაზე: ვერ იტანენ იმ სამ მილიარდს, რომელიც ივანიშვილმა ქველმოქმედებაში დახარჯა და რომ შეეძლოთ, სამებას დაანგრევდნენ, ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს აგურ-აგურ დაშლიდნენ, დენდროპარკს კი გადაწვავდნენ
- +

10 ივნისი. 2022. 22:41

"ძალიან საინტერესო სანახავია როცა ე.წ. კრიტიკული მედიის სტუმრები ბიძინა ივანიშვილის მიმართ დასაწესებელ სანქციებზე ლაპარაკობენ. ისინი ვერ აკონტროლებენ საკუთარ რეაქციებს და საოცრად ემსგავსებიან მშიერ გიენებს"- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

ძალიან საინტერესო სანახავია როცა ე.წ. კრიტიკული მედიის სტუმრები ბიძინა ივანიშვილის მიმართ დასაწესებელ სანქციებზე ლაპარაკობენ.
ისინი ვერ აკონტროლებენ საკუთარ რეაქციებს და საოცრად ემსგავსებიან მშიერ გიენებს. არ ესმით და ამიტომ ვერ იტანენ იმ სამ მილიარდს, რომელიც ივანიშვილმა ქველმოქმედებაში დახარჯა და რომ შეეძლოთ სამებას დაანგრევდნენ, ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს აგურ-აგურ დაშლიდნენ, დენდროპარკს კი გადაწვავდნენ.

რეზოლუციაში ივანიშვილზე სანქციების დაწესება ჩაიწერაო და ბედნიერებისგან აკივლდნენ. გითხრათ, თუ იცით სადაც უნდა გაიკეთოთ ეგ რეზოლუცია? ოღონდ მანამდე სქელ კორდონზე გადაწერეთ და მრგვლად დაახვიეთ, - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner