logo_geo
eng_logo
ოფიციალური პარიზი: საფრანგეთი რუსეთთან დათმობაზე არ წავა და სურს, რომ უკრაინამ ომი მოიგოს
- +

11 ივნისი. 2022. 01:01

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ საფრანგეთი რუსეთთან დათმობაზე არ წავა და სურს, რომ უკრაინამ ომი მოიგოს.

უკრაინამ და აღმოსავლეთ ევროპელმა მოკავშირეებმა ემანუელ მაკრონი მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის დამცირება არ უნდა მოხდეს, რათა შესაძლებელი იყოს დიპლომატიური გადაწყვეტის გამოძებნა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ უკრაინის გამარჯვება გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. პრეზიდენტის ნათქვამში არ არის დათმობაზე წასვლის სულისკვეთება. როდესაც ის პირდაპირ ესაუბრება მას [პუტინს], ეს არ არის კომპრომისი, არამედ იმის გამოხატვა, თუ როგორ ვხედავთ სიტუაციას“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner