logo_geo
eng_logo
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქართველი მებრძოლების უკრაინაში გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
- +

11 ივნისი. 2022. 01:05

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II უკრაინაში ქართველი მებრძოლების გარდაცვალების გამო მათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების - ვიტალი ორბელაძის, ტელმან (ტატო) ბიგვავას, რატი შურღაიას, გიორგი გრიგოლიას, კირილე შანავასა და დანიელ გერლიანის გარდაცვალების გამო.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა“, - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner