logo_geo
eng_logo
გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრი: უკრაინის პორტების ბლოკირებით, რუსეთი განზრახ იყენებს შიმშილს, როგორც იარაღს
- +

11 ივნისი. 2022. 01:23

გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჯემ ოზდემირმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტების ბლოკირებით, რუსეთი განზრახ იყენებს შიმშილს, როგორც იარაღს.

„ეს ომის წარმოების განსაკუთრებულად ამაზრზენი ხერხია, რომელშიც რუსეთია ჩართული. ალტერნატიული მარშრუტების ღირებულება წარმოუდგენელია“, - აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა.

ჯემ ოზდემირის თქმით, უკრაინა არ უნდა დაეყრდნოს პუტინის სიტყვას სანდო და ეფექტური სამხედრო გარანტიების გარეშე, რომ უკრაინის პორტებისა და გემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner