გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჯემ ოზდემირმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტების ბლოკირებით, რუსეთი განზრახ იყენებს შიმშილს, როგორც იარაღს.
„ეს ომის წარმოების განსაკუთრებულად ამაზრზენი ხერხია, რომელშიც რუსეთია ჩართული. ალტერნატიული მარშრუტების ღირებულება წარმოუდგენელია“, - აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა.
ჯემ ოზდემირის თქმით, უკრაინა არ უნდა დაეყრდნოს პუტინის სიტყვას სანდო და ეფექტური სამხედრო გარანტიების გარეშე, რომ უკრაინის პორტებისა და გემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.