logo_geo
eng_logo
თსუ: აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ, 4 თანამშრომელი კლინიკაშია გადაყვანილი
- +

11 ივნისი. 2022. 01:28

ფიზიკური ზეწოლით რექტორატი დაიკავების შედეგად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ, - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, 4 თანამშრომელი კლინიკაშია გადაყვანილი. უნივერსიტეტი მოუწოდებს ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს

„დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის და გარეშე პირების საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფესურას, დეკანს.

ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ძალადობის მონაწილენი იყვნენ როგორც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე გარეშე პირები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ემიჯნება ასეთ ძალადობრივ ქმედებებს და მოუწოდებს ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს. სტუდენტების ამ ჯგუფთან არაერთი შეხვედრა გამართა რექტორმა, რექტორის მოადგილემ, კანცლერმა, ფაკულტეტებისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტების წარმომადგენლებმა“, - ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner