გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს შეხვდა.
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპის დასანერგად საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 25 მაისს მიღებული ოთხი ტექნიკური რეგლამენტის (ნარჩენი ზეთების მართვის, საბურავების ნარჩენების მართვის, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის) ამოქმედების ვადების საკითხებზე იმსჯელეს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპის დანერგვა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას, ასევე, ხელახალი გამოყენებისთვის მომზადებას, რეციკლირებას, ან სხვა ფორმით აღდგენას.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ მითითებული ბმული: